ბოლნისის #23 საოლქო საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის #23 საოლქო საარჩევნო კომისია  საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.  პირველ ეტაპზე უკვე შეირჩა ადაპტირებული შენობა ნაგებობები სადაც , 62  საარჩევნო უბანი განთავსდება. ამ დროის მონაცემებით მუნიციპალიტეტში 56 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მეორე ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისია დროებით წევრებს არჩევს.  იგეგმება კენჭისყრის პროცედურის დამკვირვებლების შერჩევა და შერჩეული კანდიდატებისთვის ტრენინგ-კურსების ჩატარება. ასევე იწყება პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი.

ბოლო ეტაპზე კი მოხდება საარჩევნო უბნების მოწყობისთვის საჭირო თანხების განსაზღვრა.