ბოლნისის მუნიციპალიტეტის #23 საოლქო საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. პირველ ეტაპზე უკვე შეირჩა ადაპტირებული შენობა ნაგებობები სადაც , 62 საარჩევნო უბანი განთავსდება. ამ დროის მონაცემებით მუნიციპალიტეტში 56 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მეორე ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისია დროებით წევრებს არჩევს. იგეგმება კენჭისყრის პროცედურის დამკვირვებლების შერჩევა და შერჩეული კანდიდატებისთვის ტრენინგ-კურსების ჩატარება. ასევე იწყება პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი.
ბოლო ეტაპზე კი მოხდება საარჩევნო უბნების მოწყობისთვის საჭირო თანხების განსაზღვრა.