ბოლნისში ახალი ბაგა-ბაღი 150 აღსაზრდელს უმასპინძლებს

ქალაქ ბოლნისის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება . პროექტის ფარგლებში ბაგა-ბაღის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა,  შეიცვალა შიდა კომუნიკაციები , გადაიხურა თანამედროვე ტიპის სახურავით , გარემონტდა შიდა და გარე ფასადი , ასევე იგეგმება  ბაღის ეზოს კეთილმოეწყობა და ატრაქციონების დამონტაჟდება  .

ქალაქ ბოლნისის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ორი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატება და ახალი სასწავლო წლიდან 150 აღსაზრდელს უმასპინძლებს .

ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს .