რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება ბოლნისში?!

ბოლნისში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.  პროექტები დღეს საკონსულტაციო საბჭომ დღეს უკვე დაამტკიცა. 1 700 000 ლარის ღირებულების პროექტი სოფელ მამხუტში, ტალავერსა და ზემო ქვეშში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე სისტემასაც. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტში ადგილობრივი სახსრების წილი 750 ათასი ლარია.