ბოლნისში სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2018“ოფიციალურად გაიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2018“ოფიციალურად გაიხსნა . ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ კარვებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოხალისეები  უკვე განთავსდნენ . პროექტის ფარგლებში მონაწილეები სკაუტური ცხოვრებისა და ლაშქრობისთვის აუცილებელი უნარ– ჩვევებს გამოიმუშავებენ და გამოცდილებას შეიძენენ. ბანაკის პროგრამით გათვალისწინებულია   საგანმანათლებლო , შემეცნებითი და სპორტულ–კულტურული ღონისძიებებიც , მათ შორის ინტელექტუალური თამაშები.სკაუტური ბანაკი ფოლადაურში უკვე სამი წელია ტარდება . პროექტი საქართველოს სკაუტური მოძრაობის, ბავშთა  და ახალგაზრდობის ცენტრის და განათლების სამინიტროს პარტნიორობით ხორციელდება .