ბოლნისში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში 5 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარობს. იგეგმება სანიაღვრე სისტემის, ქვაფენილის, ფეხით მოსიარულეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის განკუთვნილი ბილიკების მოწყობა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 200000 ლარს შეადგენს. სამუშაოები სექტემბრის თვეში დასრულდება.