ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცს ყელის არეში სამართებლით მიყენებული ორი ჭრილობა აქვს, ერთ-ერთი ჭრილობა არტერიასთან ახლოსაა, რამაც სავარაუდოდ მისი გარდაცვალება გამოიწვია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე სხვა ვერსიებიც განიხილება და შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.