გარდაბანში სამი ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრი აშენდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრი აშენდება.  ამის შესახებ  ცნობილი დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები ქალაქ გარდაბანში,სართიჭალასა და გამარჯვებაში აშენდება. მშენებლობის შესახებ მოთხოვნით მუნიციპალიტეტს  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა.

რაც შეეხება ღირებულებას, მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა სამივე ადმინისტრაციულ ერთეულში 430 ათას ლარს შეადგენს.

შესაბამისი დოკუმენტაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ახლა უკვე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინსიტროს გადაუგზავნის რის შემდეგაც მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება.

ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

დღესვე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა გარდაბანში მცხოვრები 5 სპორტსმენი ფულადი თანხით დააჯილდოვეს.

გადაწყვეტილება სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით იქნა მიღებული.