22 ივლისს ძლიერი წვიმის შდეგად რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მიმებარედ, სოფელ კრწანისში დაზარალებული მოსახლოება დახმარებას ითხოვს. ოთხ ოჯახს, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ დროებით რუსთავის ერთ ერთ სასატუმროში შეასახლა სასტუმროში დარენის ვადა ეწურება. ისინი დროებით საცხოვრებელში უკვე მესამე კვირაა იმყოებიან ,დღეს საღამოს კი მათ სასტუმრო უნდა დატოვონ და სახლებს დაუბრუნდნენ.
მოსახლოება ამბობს, რომ მათ სახლებში ამ დროისთვის ცხოვრება შეუძლებელია, დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა, არ არის სასმელი წყალი და ასევე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. მოსახლოება კომპენსაციებს ითხოვს.
გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტმა კომპეტენციის ფარგლებში დაზარალებული მოსახლოების დასახმარებლად ყველა რესურსს მიმართა. უკვე აღწერილია ზარალი და გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში. დაზარალებულებს კომპენსაცია უკვე ცენტალური მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ აუნაზღაუდრებათ.