გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია 183 000 ლარის ღირებულების მრავალფუნქციური დატვირთვის ტრაქტორი შეიძინა. მუნიციპალიტეტმა ტექნიკის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და ტექნიკა მოთხოვნილი პირობების თანახმად მუნიციპალიტეტს გამარჯვებულმა კომპანიამ „ბას მოტორსი“ გადასცა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის დავით ჯანაშიას თქმით, მსგავსი სპეცტექნიკა მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ ჰქონდა და საჭიროების შემთხვევაში მისი ქირაობა ხდებოდა.
დღეიდან კი შესაბამისი სამუშაოების შესრულება 2018 წლის ტექნიკით გახდება შესაძლებელი რაც მუშაობის ხარისხს გაზრდის.