გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღვთაებობა და ანჩისხატობა აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღვთაებობა და ანჩისხატობა აღინიშნა.დღესასწაული მე–18 საუკუნიდან, ხელთუქმნელი ხატის პატივსაცემად ყოველწლიურად ტარდება. გარდა რელიგიურისა მას  სახალხო–ეროვნული დღესასწაულის დატვირთვაც აქვს. ღვთაების მონასტერში  წირვა–ლოცვის შემდეგ, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა. გარდაბნის მერიის ორგანიზებით ჩატარდა შეჯიბრებები ჭიდაობასა და მკლავჭიდში. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 50–მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელებს კი მედლებთან და სიგელებთან ერთად სპორტული მაღაზიების ვაუჩერებიც გადაეცათ.