გერმანიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ რაინის ლუდვიგსჰაფენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ბომბი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს და განაღმვისას ქალაქის დაცლა გახდა საჭირო. ოპერაცია 6 საათი მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში 18 500 ადგილობრივი მცხოვრები უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა.
500 კილოგრამიან ბომბს სამშენებლო სამუშაოების დროს მიაგნეს. გამნაღმველების ინფორმაციით, ბომბი სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა ჩადეს.
გერმანიის ტერიტორიაზე ამ დრომდე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ათობით აუფეთქებელი ბომბია. 2017 წელს ფრანკფურტში მსგავსი ინციდენტის გამო, 70 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მაშინ ქალაქში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბრიტანული ბომბი იპოვეს.