გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს-ამის შესახებ ჭანტურიას ადვოკატმა განაცხადა. ჭანტურიას გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას ედავებოდა. შეგახსენებთ, ჭანტურია სამართალდაცვლელებმა 7 აგვისტოს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,ვაზნები და მჭიდები ამოიღო. ბრალის ოფიციალურად წარგდენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. შსს-მ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილად გუშინ გამოაცხადა. გამოძიებამ დაადგინა,რომ ბრალდებულსა და გენერალს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად , ადგილზე გარდაიცვალა.