3 ავტომატი 500 ვაზნა და 24 მჭიდი – ჭანტურიას სახლიდან ნივთმტკიცებები ამოიღეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დაახლოებით რვა საათის მანძილზე მიმდინარეობდა .სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 3ავტომატი 500ვაზნა და 24მჭიდი ამოიღეს .ბრალდებულის ადვოკატი ,ალექსანდრე კობაიძე ,რომელიც მთელი ღამის მანძილზე ჩხრეკის პროცესს ესწრებოდა განმარტავს ,რომ მისთვის უცნობია როგორ აღმოჩნა ნივთმტკიცებები გიორგი ჭანტურიას მშობლების საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მისივე თქმით ,სახლი სამი თვის განმავლობაში დაკეტილი იყო და , სახლის ეზოში არის ადგილი საიდანაც იარაღის შეტანა შესაძლებელია . ადვოკატის ინფორმაციით საეჭვოა ის ფაქტი ,რომ სარდაფში ჩხრეკა რამდენიმე თვის წინაც ჩატარდა,თუმცა წინა ჩხრეკის დროს ნივთმტკიცებები არ აღმოუჩენიათ .

გიორგი ჭანტურია  გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით გუშინ , გვიან ღამით საცხოვრებელ სახლთან ახლოს დააკავეს.