გუბერნატორის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ და გუბერნატორის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ალექსანდრე  მეტრეველმა თანამდებობა დატოვა. როგორც გუბერნიაში აცხადებენ მეტრეველმა პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით განცხადების საფუძველზე დატოვა. რეგიონის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი TV4-თან საუბარში აცხადებს რომ თანამდებობა ვაკანტური არ დარჩება და უახლოეს დღეებში პირველი მოადგილე შერჩეული იქნება.