დაცვის მხარე ითხოვს ,სასამართლომ არ გამოიყენოს აღკვეთი ღონისძიება ჭანტურიას მიმართ

,,მე არ ვიცი ჩემი გარეთ ყოფნა, რას შეუშლის ხელს. რაც შეეხება ქვეყნის დატოვებას ,ქვეყანა დატოვებული მქონდა ჩემი პირველი დაკავებიდან 1 თვის შემდეგაც.მე ვიცოდი,რომ ჩემზე თვალთვალი ხორციელდებოდა და არ იყო ეს ახალი ამბავი. მე რომ მდომოდა, მქონდა შანსი დავრჩენილიყავი სხვა ქვეყანაში. ჩემთვის მიუღებელია ბრალდების მხარის დასაბუთება,რომ აუცილებლად ციხეში უნდა ვიჯდე,რომ ამათ დაასრულონ გამოძიება”- ამის შესახებ გიორგი ჭანტურიამ მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესზე განაცხადა.

დაცვის მხარე ითხოვს,გიორგი ჭანტურიას მიმართ არ იყოს გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება და 10 000 ლარიანი გირაოს სახით დარჩეს თავისუფლებაში.როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა განაცხადეს,ჭანტურია პირველი დაკავების დღიდან სრულფასოვნად ,ყოველგვარი დაპირიაპირების გარეშე თანამშრომლობს გამოძიებასთან.შესაბამისად არ არსებობს არც მიმალვის და არც მტკიცებულებების მოსპობის საფრთხე.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს.ბრალდების მხარე ითხოვს,ჭანტურიას შეეფარდოს აღკვეთი ღონისძიება. ბრალდების მხარის პოზიციით,არსებობს ჭანტურიას მხრიდან მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების მცდელობის საშიშროება.