დიდგორის ველზე დიდგორობის სახალხო დღესასწაული მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე, დიდგორობის სახალხო დღესასწაული მიმდინარეობს,რომლის ფარგლებშიც მრავალფეროვანი კულტურულ-სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. დიდგორობის ფარგლებში დაგეგმილია ძირითადო საკონცერტო წარმოდგენა, სპორტული და სხვა ღონისძიებები. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი , საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები. აღსანიშნავია,რომ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშრებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო „დიდგორის ჯვრის ორდენი“,რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ.

ისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს სოფელ დიღომთამ,დიდგორის ველზე  იმართებოდა. დღეობაზე მოდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგიერთი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი. მოსულთა შორის იყვნენ ხელოსნები და ვაჭრები, რომლებიც ჩამოტანილი საქონლით ვაჭრობდნენ. დიდგორის მთის ძირში „მისალოცავში“ საკულტო წესები სრულდებოდა. აქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას. დიდგორის მთის წვერზე მხოლოდ ის მლოცველები ადიოდნენ, ვისაც წინასწარ ჰქონდა დათქმული. აქ შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის ქვის გამოსახულება (ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. ყველა მოჯირითეს „მოვიდა გორაზე“ (ასე ეწოდებოდა მცირე გორას) ერთხელ მაინც უნდა შეეჭენებინა ცხენი. ქართლის გარდა დიდგორობა ხევსურეთშიც იცოდნენ.