ანსამბლი „ბოლნელი“   რუმინეთში დაგეგმილ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა

დღეს ქალაქ ბოლნისის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბოლნელი“   რუმინეთში დაგეგმილ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა , ფესტივალზე 10 ქვეყნის  , ჩინეთის , ესპანეთის , საბერძნეთის, ბულგარეთისა და ბოსნია ჰერცეგოვინას  ქორეოგრაფიული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას , საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სახელით მხოლოდ  „  ბოლნელი „ წარდგება  .

ანსამბლს გასვლითი ღონისძიებისთვის მრავალფეროვანი პროგრამა აქვს მომზადებული , როგორც  „ბოლნელის „ დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს , პროგრამის ფარგლებში ანსამბლი მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვებს წარმოუდგენს  .