ერთი თვის განმავლობაში საქართველოს წყლებში 39 ადამიანი დაიხრჩო

ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს წყლებში 39 ადამიანი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური აქვეყნებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 1 ივნისიდან 2 აგვისტომდე ზღვაში – 8 ადამიანი დაიხრჩო, მდინარეში – 20 და ტბაში – 11.
მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, 192 ადამიანი გადაარჩინეს. კერძოდ, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ზღვაზე – 145 ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე, მდინარეზე – 11 -ს და ტბაზე – 36 მოქალაქე გადაარჩინეს.