ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ მარბელიაში ორი ქართველი და ერთი სომეხი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სომხეთის მოქალაქე ა.ს. და საქართველოს მოქალაქეები ლ.ბ. და ი.ფ.
სამივე მამაკაცი მარბელიას ერთ-ერთო რესტორანში დააკავეს. სავარაუდოდ, რესტორანში გამართულ შეხვედრაზე ისინი ერთ-ერთი კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ.