,,ეს დაკვეეთაა, რომელიც შეასრულეს საქმის მასალების გაცნობის გარეშე”

სამსონ ქუთათელაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ჭანტურიას დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩვრა

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე ქეთევან ლუაშილის გადაწყვეტილება, გიორგი ჭანტურიას დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩვრა. ამ ეტაპზე ადვოკატები  საგამოძებო კოლეგიისგან სარჩელის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით პასუხს ელოდებიან. როგოც ჭანტურიას ადვოკატები „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებენ,  მოსამართლის განაჩენში არცერთი სიტყვით არ არის დასაბუთებული,თუ რატომ  შეუფარდა სასამართლომ  გიორგი ჭანტურიას  პატიომრობა აღკვეთი ღნისძების სახით.

,,არცერთი სიტყვით არ არის დასაბუთებული, რატომ იყო გიორგი ჭანტურიას მიმართ აუცლილებელი პატიმრობის გამოყენება აღკვეთ ღონისძებად.ჩვენ გვიჩნდება განცდა, რომ ეს არის სასამართლოს დაკვეთა, რომელიც შეასრულეს საქმის მასალების გაცნობის გარეშე. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებებზე,რომელიც არათუ ადასტურებს, არამედ გამორიცხავს ჭანტურიას შემხებლობას დანაშაულთან” -აცხადებს ანა კეკენაძე