გიორგი ჭანტურიას და სამსონ ქუთათელაძეს ფინანსურ საკითხზე დაპირისპირება ნამდვილად არ ჰქონიათ, ფინანსურად შემხებლობაში არ იყვნენ, – ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას დამ, მარიამ ჭანტურიამ განაცხადა.
“რეალურად, ვისთანაც ჰქონდა ფინანსური პრობლემები, გამოძიება რატომღაც არ ინტერესდება ამ კუთხით”, – განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.
მისივე თქმით, გარდაცვლილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორ მამუკა ცხოვრებაძესთან და „მას კაბინეტშიც არ უშვებდა“.
“მათი დაძაბული ურთიერთობა ცემა-ტყეპაშიც კი გადასულა”, – განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.