ზაფხულის სეზონზე ვირუსული ინფექციების რიცხვი გაიზარდა

ზაფხულის სეზონზე რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში ენტეროვირუსით დაინფიცირებულთა მიმართვიანობა გაიზარდა. როგორც ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი,  ნანა გელაშვილი აღნიშნავს,  ბოლო პერიოდში გავრცელებულია ვირუსული ინფექცია ,რომელსაც ახასიათებს  წვრილი გამონაყარი , ტემპერატურის მომატება , საერთო სისუსტე , თავის , სახსრებისა და კუნთების ტკივილი ,ღებინება .

გარდა ამის,ა წყალსატევებთან ხშირი კონტაქტისას გაზრდილია ნაწლავური ინფექციების რიცხვიც,  რომელიც ასევე ხასიათდება გულისრევის შეგრძნებით, ღებინებით , ფაღარათითა და კუნთების ტკივილით.

მსგასვი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, ჩაიტარონ თვითმკურნალობა ,  მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს , რათა მოხდეს დაავადების სწორი შეფასება და გართულებების თავიდან აცილება .