ზაფხულის სეზონზე რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში ენტეროვირუსით დაინფიცირებულთა მიმართვიანობა გაიზარდა. როგორც ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი, ნანა გელაშვილი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში გავრცელებულია ვირუსული ინფექცია ,რომელსაც ახასიათებს წვრილი გამონაყარი , ტემპერატურის მომატება , საერთო სისუსტე , თავის , სახსრებისა და კუნთების ტკივილი ,ღებინება .
გარდა ამის,ა წყალსატევებთან ხშირი კონტაქტისას გაზრდილია ნაწლავური ინფექციების რიცხვიც, რომელიც ასევე ხასიათდება გულისრევის შეგრძნებით, ღებინებით , ფაღარათითა და კუნთების ტკივილით.
მსგასვი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, ჩაიტარონ თვითმკურნალობა , მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს , რათა მოხდეს დაავადების სწორი შეფასება და გართულებების თავიდან აცილება .