თევზაობისას ხიდის ქვეშ დარჩენილი მოქალაქეები მაშველებმა გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა რუსთავში, მდინარე მტკვრიდან 3 მოქალაქე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ, მოქალაქეები თევზაობის დროს ჩარჩნენ და გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.
ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.