,,ივანიშვილის ქონება ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ქართულ ოჯახებზე განაწილდება”

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს საყდრისში ოქროს საბადოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ნათელაშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის ეროვნულ სიმდიდრეს სახელმწიფოს და ხალხს დაუბრუნებს. ნათელაშვილის განცხადებით, ასევე მისი პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ ტერიტორიაზე ​ ნგრევითი სამუშაოები აიკრძალება. ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ბიძინა ივანიშვილს იმ ქონებას მოატანინებს რაც საყდრისიდან წაიღო და ოქრო-ვერცხლიდან დარჩენილი მოგებას თითოეულ ქართულ ოჯახზე გაანაწილებს.