ინტერაქციული ბიჭუნა კოსტავას გამზირზე სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაბრუნდება

ინტერაქციული ბიჭუნა, რომელიც კოსტავას გამზირზე უცნობმა პირებმა დააზიანეს პირვანდელ სახეს რამდენიმე დღეში დაიბრუნებს. სკულპტურის რესტავრაცია ავტორმა, მანუჩარ ოქროსცვარიძემ უკვე დაიწყო. რესტავრაციის შემდეგ ბიჭუნას სკულპტურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. დაემატება უფრო მეტი სიმყარისთვის რამდენიმე ტექნიკური დეტალი, ერთადერთი ცვლილება, რომელსაც ინტერაქციული ბიჭუნა განიცდის, ფეხსაცმელია. ავტორის თქმით, ამჯერად ბიჭუნა ყელიან ფეხსაცმელს მოირგებს, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული სკულპტურა დაზიანებისგან.

ბიჭუნას სკულპტურა კოსტავას გამზირზე რამდენიმე თვის წინ დააზიანეს. ინტერაქციული ბიჭუნა რუსთავში ხელოვნების სიმპოზიუმის ფარგლებში ხელოვანმა მანუჩარ ოქროსცვარიძემ შექმნა.

სკულპტურა კოსტავას გამზირზე სავარაუდოდ მომავალ კვირაში განთავსდება.