ინტერაქციული ბიჭუნა, რომელიც უცნობმა პირებმა რამდენიმე თვის წინ დააზიანეს კოსტავას გამზირზე დაბრუნდა. სკულპტურას რესტავრაცია ავტორმა, მანუჩარ ოქროსცვარიძემ გაუკეთა. რესტავრაციის შემდეგ ბიჭუნას სკულპტურა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. უფრო მეტი სიმყარისთვის დაემატა რამდენიმე ტექნიკური დეტალი. ერთადერთი ცვლილება, რომელიც ინტერაქციულმა ბიჭუნამ განიცადა ფეხსაცმელია. ავტორის თქმით, ამჯერად ბიჭუნამ ყელიანი ფეხსაცმელი მოირგო, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული სკულპტურა დაზიანებისგან. კოსტავას გამზირზე სკულპტურის მონტაჟის პროცესს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი.
ინტერაქციული ბიჭუნა რუსთავში ხელოვნების სიმპოზიუმის ფარგლებში ხელოვანმა მანუჩარ ოქროსცვარიძემ შექმნა.