რუსთავში , მეგობრობის გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილი ჩაინგრა , რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია . ადგილზე იმყოფებიან მერიის ინფრასტრუქტურისა და ” რუსთავის წყლის ” წარმომადგენლები და მიმდინარეობს გზის ჩანგრევის გამომწვევი მიზეზების დადგენა . როგორც “რუსთავის წყლის ” დირექტორის პირველი მოადგილე , თემურ ჯანელიძე tv4 -თან საუბრისას აღნიშნავს ასფალტის საფარის ჩანგრევა სავარაუდოდ სასმელი წყლის მილის ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია , მიმდინარეობს პრობლემის შესწავლა და გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები .