მტკვარში დაკარგული ორი ძმიდან ერთის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა თბილისში, მტკვარში ორი დაკარგული ძმიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს. 20 და 25 წლის ძმებ შატვაროვებს მტკვარში უკვე მეორე დღეა ეძებენ. გავრცელებული ცნობით, ისინი მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.