გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნადირობის სეზონის გახსიდან დღემდე გამოვლენილია უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 112 ფაქტი.
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან დღემდე ამოღებულია 89 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. “მანოკი”, რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა. ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან “მანოკი” არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მონადირეებს, არ გამოიყენონ ნადირობისთვის აკრძალული იარაღები.