შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში ერთი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ეჭვმიტანილის მიერ გაყიდული ერთი შეკვრა „ჰეროინი“. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოს ჩხრეკისას კი 3 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.
დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.