რუსთავში, ჟიული შარტავას ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება , ადგილზე უკვე დაეგო ქვაფენილი ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო ბორდიურის მოწყობა , რის შემდეგაც სკვერის ტერიტორიაზე განთავსდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ქალაქს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე ექნება .
სკვერის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ ალგეთი ასრულებს . რუსთავის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად პროექტის ღირებულება 126 ათას ლარს აჭარბებს.