კოსტავას გამზირის რეაბილიტირებულ ნაწილში ქვაფენილს რეაბილიტაცია უტარდება. ამ დროისთვის სამუშაოები #17 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამუშაოებს ის კომპანია ასრულებს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გამზირის რეაბილიტაცია განახორციელა.
როგორც კომპანია “დაგში” განმარტავენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვაფენილის ხელახალი რესტავრაციის მოთხოვნით კომპანიას რუსთავის მერიამ მიმართა. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე წყალი დგებოდა, რის გამოც სამუშაოების ჩატარება გახდა აუცილებელი.
შეგახსენებთ: ტენდერის პირობების მიხედვით, “დაგი” ვალდებულია, კოსტავას გამზირის პროექტის ჩაბარების შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში არსებული ხარვეზები კომპანიის ბიუჯეტით გამოასწოროს.