გურამიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე სკვერის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ადგილზე მიწის საფარის დამუშავება ხდება. პარალელურად მიმდინარეობს ტეროტორიის ფილებით მოპირკეთებაც.
სამუშაოებს რუსთავის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალგეთი“ ასრულებს. სახელშეკრულებლო პირობებით დასასვენებელი სკვერის ტერიტორია ფილებით მოპირკეთდება , განთავსდება სკამები და მოეწტყობა გარე–განათების სისტემა.
შეთანხმების საფუზველზე სკვერის მშენებლობის პირველ ეტაპს ქალაქის მერია ახორციელებს , მეორე ეტაპზე კი მოსახლეობაც ჩაერთვება. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჩვენთან საუბრისას განმარტავენ სკვერის მოწყობას წლების განმავლობაში ითხოვდნენ რისთვისაც ხელმოწერები შეაგროვეს და მერიას თხოვნით მიმართეს.
რა ეტაპზეა ახალი სკვერის მშენებლობის სამუშაოები
სკვერი ლერმონტოვისა და გურამიშვილის კვეთაზე კეთდება