20-23 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო იტყობინება, 20-დან 23 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო რაიონებს, ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.
რუსთავში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.