28 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის განცხადებით დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის რუსთავში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
27 აგვისტოს, დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა მცირე წვიმა. 28 აგვისტოს კი, კვლავ უნალექო, მზიანი ამინდი იქნება.
28 აგვისტოს ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით 30–35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 28–33 გრადუსი, ხოლო თბილისში – 32 გრადუსი.