28 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
27 აგვისტოს, დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა მცირე წვიმა. 28 აგვისტოს კი, კვლავ უნალექო, მზიანი ამინდი იქნება.
28 აგვისტოს ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით 30–35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 28–33 გრადუსი, ხოლო თბილისში – 32 გრადუსი.