,,როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა”-კვლევის შედეგების პრეზენტაცია

გამოკითხვაში დაბაში მცხოვრები ასი .18-იდან 55 წლამდე ასაკის ქალები იღებდნენ მონაწილეობას

,,როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა“- მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა რუსთავში.. კვლევის მიზანს, ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG-ის საქმიანობის მიმართ ქალთა განწყობების შესწავლა ,არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა წარმოადგენდა. გამოკითხვაში დაბაში მცხოვრები ასი .18-იდან 55 წლამდე ასაკის ქალები იღებდნენ მონაწილეობას. კვლევის მიგნებების თანახმად,დაბა კაზრეთში გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა, მის გარშემო არსებულ გარემოს ჯანრმთელობისთვის საზიანოდ მიიჩნევს.ქალები ფიქრობენ, რომ კომპანიის საქმიანობის არეალთან ახლოს, ბავშების გაზრდა მათი ჯანრმთელობისთვის სახიფათოა. გამოკითხული საზოგადოების ნაწილი, სათანადო მხარდაჭერას ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური ხელისუფლებისგან ვერ გრძნობს.  კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა სრული უმრავლესობა ვერ იტარებს სისტემატიურ სამედიცინო გამოკვლევევბს. რესპონდენტების ნაწილი  საწარმოს მუშაობის შედეგად მეტი სარგებელის მიღებას ითხოვს.  კვლევის პრეზენტაციას ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ