რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანების 19 ფილიალში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 3 სექტემბერს დაიწყება. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის თქმით აღსაზრდელებისთვის სექტემბრის თვეში სააღმზრდელო პროცესზე დასწრება თავისუფალია და გაცდენილი დღეები საპატიოდ ჩაეთვლებათ. მისივე ინფორმაციით, ორ საბავშვო ბაღში, 25–ე და მე–8 ფილიალების აღსაზრდელებისთვის ახალი სასწავლო წელი ნაცვლად 3 სექტემბრისა 17 სექტემბერს დაიწყება. ამის შესხებ მშობლები უკვე ინფორმირებულები არიან და იმის გამო რომ აღნიშნული ბაღების შენობები ავარიულია, ბავშვები სხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადანაწილდებიან. 2018 –2019 სასწავლო წლისთვის ექვსი ახალი ჯგუფი გაიხსნა ახალაშენებულ მეათე ბაღში.ორი სასწავლო ჯგუფი დაემატა მეოცე ბაღსაც. რამდენიმე ფილიალში ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ეკა ხუციშვილის თქმით, ბაღების ახალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებულები ხვდებიან. ყველა საბავშვო ბაღში მისულ პატარას წელს ახალი სათამაშოებიც დახვდებათ.