როდის დასრულდება გარდაბნის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია?!

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის პროცესი სავარაუდოდ ოქტომბერში დასრულდება. ამ დროისთვის სარესტავრაციო სამუშაოები 23 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ჯგუფებს, სამზარეულო ბლოკებს,იცვლება კარ ფანჯრები, კეთდება ახალი სველი წერტილები. ბაღების ნაწილში, სადაც გათბობის სისტემა არ ფუნქციონირებდა მონტაჟდება ახალი სისტემები. სამუშაოების ხარისხს დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორი გარდაბნის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. შოთა რეხვიაშვილს სამუშაოების შემსრულებელ კომპანიის წარმომადგენლებთან გარკვეული შენიშვნებიც ჰქონდა. საერთო ჯამში ბაღების რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.