რუსთავის ბაგა-ბაღებში ახალი სათამაშოები შეიტანეს (+ფოტო)

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში ახალი სათამაშოების შეტანის პროცესი დღეს დასრულდა. ყველა ბაღის, ყველა ასაკობრივ ჯგუფის პატარებს ახალი სასწავლო წლიდან ბაღებში ახალი სათამაშოები დახვდებათ. ბაღების გაერთიანებამ წელს, 60-ზე მეტი სახეობის სათამაშოების ნაკრები შეიძინა, რომელიც ფილიალებში ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდება.  სათამაშოების ხარისხით დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაინტერესდა. მან ბაღების გაერთიანების  ხელმძღვანელისგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რამდენად შეესაბამება სათამაშოების ხარისხი დადგენილ სტანდარტებს. ეკა ხუციშვილის თქმით, სათამაშოები ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხოა და ყველა შესაბამისი ტესტირება აქვს გავლილი.