წელს 27 906 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. 4 071 – მა კი სახელმწიფოს სრული დაფინანსება მოიპოვა. TV4-ი დაინტერესდა რუსთავის რომელი სკოლის მოსწავლეებმა შეძლეს 100%-ანი გრანტის მოპოვება და სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. მონაცემები კი შემდეგია:
• რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის 4-მა მოსწავლემ მოიპოვა 100% გრანტი. ესენი არიან: თათია სებისკვერაძე, მაისაშვილი სანდრო, აბაშიძე მარიამი და ლომიძე ბაჩანა.
• ტრადიციულად შთამბეჭდავი რაოდენობა ჰყავს სრულად დაფინანსებული სტუდენტების რუსთავის მე-4 საჯარო სკოლას. მე- 4 სკოლის 15 კურსდამთავრებულმა მიიღო სახელმწიფოსგან სრული დაფინანსება. ესენი არიან: ბექა გურგენიძე – ოქროს მედალოსანი, ანა ვარამაშვილი, მარიამ კეკელია – ოქროს მედალოსანი, ნინო ჩიხრაძე – ოქროს მედალოსანი, გვანცა ბალუხაშვილი – ოქროს მედალოსანი, ავთანდილ კახიშვილი, ნინო მძელური – ოქროს მედალოსანი. ბექა სტეფანიშვილი – ოქროს მედალოსანი, ჯონი უბირია – ოქროს მედალოსანი, ნია ქერელაშვილი, ლევან ჯალიაშვილი, თამარი გორგიაშვილი – ოქროს მედალოსანი, ელენე დოლიძე, ეკა მაისურაძე, ზურაბ მეტრეველი – ოქროს მედალოსანი.
• ანი ომიაძე და სალომე ზეინკლიშვილი რუსთავის მე-6 საჯარო სკოლის ის 2 ყოფილი მოსწავლეა, რომლებმაც გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს და სახელმწიფო მათ განათლებას უმაღლეს სასწავლებელში სრულად დააფინანსებს.
• 7 100% გრანტის მფლობელი ჰყავს რუსთავის მე-7 საჯარო სკოლას. წარმატებული სტუდენტების სია კი ასე გამოიყურება: ქეთი ბოჭორიშვილი, ვალერი გოგოლაძე, აი კიკალიშვილი, ლაშა მუხრანელი, მეგი კაპანაძე მარიამ ლოხიშვილი და ნინო კუპატაძე.
• 3 სრულად დაფინანსებული მოსწავლე ეყოლება უმაღლეს სასწავლებელში მე-11 საჯარო სკოლას ესენი არიან: მარიამ გოღიზაშვილი, ელენე ტაბუცაძე და ანი ყამარაული.
• მე-15 სკოლის 2- მა კურსდამთავრებულმა მარიამ ოქრუაძემ და ნათია მოსიაშვილმა აიღეს სახელმწიფო სრული გრანტი.
• წელს საუკეთესო შედეგი სრული დაფინანსების მოპოვების კუთხით რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზიის ყოფილმა მოსწავლეებმა აჩვენეს. 16 მოსწავლე – 100% გრანტით – ეს გიმნაზიის წლევანდელი შედეგია. წარმატებულების სია კი შემდეგია: ქუქჩიშვილი ირაკლი, ბიჭოშვილი მარი, ქურდაძე სოფო, მიქელაძე ელენე, გოზალიშვილი ელენე, კახოშვილი ლუკა, დევდარიანი თეკლა, ემრაშვილი ლუკა, მინდორაშვილი გიორგი, ნატროშვილი ნიკა, ჭელიძე თამთა, არჯევანიძე ნატალი, ხაჩიძე მარიამი, ფაიქრიძე გიორგი, კანაშვილი გიორგი და ჟუჟუნაშვილი ანი.
• მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლემ სალომე ქიტესაშვილმაც წელს 100% გრანტი მოიპოვა.
- მე-18 საჯარო სკოლას 5 სრულად დაფინანსებული მოსწავლე ჰყავს ანა ლობჟანიძე, კონსტანტინე თავაძე, ნანა ჯაბანაშვილი, გიგი ლოქაბიძე და შალვა ნინიაშვილი.
• 22-ე საჯარო სკოლა დამთავრებულები არიან ფეიქრიშვილი მიხეილი, ქეშელაშვილი მარიამი, ლაცაბიძე ლუკა, ქინიძე ნოდარი, ყიფშიძე მარიამი და ლომიძე თათია -ექვსივე მათგანი სახელმწიფოსგან მომდევნო 4 წლის მანძილზე სრულად დაფინანსდება.
•23-ე საჯარო სკოლაში სრული სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 3-მე მოსწავლემ-მაღრაძე ანა, გვილავა ნათია და სორდია ხატია 100%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ
• 26-ე საჯარო სკოლის სამმა ყოფილმა მოსწავლემ მახარაშვილმა ლუკამ, ხიზანიშვილმა სალომემ და გოგოლაშვილმა ლუკამ სახელმწიფოსგან სრული გრანტი მოიპოვეს.
• დათუაშვილი გვანცას უმაღლეს განათლებას სამედიცინო უნივერსიტეტში სახელმწიფო სრულად დააფინანსებს და ის რუსთავის 28-ე სკოლის მოსწავლე იყო.
რუსთავის რამდენიმე საჯარო სკოლაში კი აცხადებენ რომ მათ ამ დროის მონაცემებით 100% გრანტის მფლობელი არ ჰყავთ. თუმცა ზოგიერთი ოქროს მედალოსანი მოსწავლე საზღვარგარეთ იმყოფება და სკოლის დირექცია მათი შედეგების შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ფლობს.