რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთანების ფილიალები ახალი სასწავლო წლიდან განახლებული სათამაშოებით მომარაგდება. მომწოდებელმა სათამაშოები გაერთიანებას უკვე გადასცა,შესაბამისად ახალი სასწავლო წლიდან რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიაენების ყველა ფილიალის ყველა ჯგუფში აღსაზრდელებს განახლებული სათამაშოები დახვდებათ. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი „ქრონიკასთან“ საუბარში განმარტავს, გაერთანებამ 60 სახეობის სათამაშოების ნაკრები შეიძინა,რომლებიც ფილიალებში ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გადანაწილდება.

ფილიალებში სათამაშოების შეტანა 24 აგვისტოდან დაიწყება. სათამაშებით გაერთიანება სამი ქვეყნიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ჩინეთის რესპუბლიკიდან მომარაგდა.

,,ბოლო ხუთი წლის განმავლობაში , ფილიალებში სათამაშოები არ განახლებულა. წელს ძალიან სასიხარულო ცვლილება გვაქვს. მოგახსენებთ,რომ ყველა ფილიალის ყველა ჯგუფში განახლდება სათამაშოები. გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი შენაძენი, მათ შორის ისეთი სახეობის სათამაშოები,რომლებც ფილიალებში აქამდე არასდროს ყოფილა. სათამაშოები არის ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხო და ჩატარებული აქვს ყველა შესაბამისი ტესტირება.”

როგორც გაერთიანებაში აცხადებენ , ახალი სათამაშოები ევროპულ სტანდატებს აკმაყოფილებს და გავლილი აქვს ყველა სახის ტესტირება , მათ შორის ეკოლოგიური . გაერთიანებას ფილიალებში ახალი სათამშოები დაახლოებით 123 000 ლარი დაუჯდა. რუსთავი სააღმზრდელო დაწესებულებებში სათამაშოები 5 წლის განმავლობაში არ განახლებულა.