რუსთავის ხიდზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდზე ჯებირები და განათების ბოძები იღებება. ადგილზე სარესტავრაციო სამუშაოებს ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლები ახორციელებენ. როგორც ,,რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი გოროზია ქრონიკასთან საუბარში აღნიშნავს, სამუშაოები გარდა აღნიშნული ლოკაციისა რუსთავის სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება.  ისტორიული ხიდის იერსახე ჩატარებული  სამუშაოების შედეგად  არ შეიცვლება და პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს.