რუსთავში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება

რუსთავის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ტექნომშენ ჯგუფს” შორის ხელშეკრულება გაფორმდა . მერიის სხდომათა დარბაზში თბილისის ქუჩისა და თბილისი-წითელი ხიდისკენ მიმავალი  მაგისტრალის გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტს  ხელი მოეწერა . პროექტის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტირდება 3 468 კვადრატული მეტრის  გზის საფარი , ტროტუარები , სავალი ნაწილის გვერდულები, ასევე  აღნიშნულ ლოკაციაზე მოეწყობა  65 მეტრიანი სანიაღვრე სისტემა , რაც ქალაქს უხვი ნალექისას დატბორვისგან დაიცავს .

პროექტის საერთო ღირებულებაა 210,908,34 ლარია , ხელშეკრულები თანახმად სამუშაოების შესასრულებლად კომპანიას 70 კალენდარული დღე აქვს .