რუსთავში საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. ქურდობის ფაქტი ლერმონტოვის ქუჩაზე დაახლოებით დღის ხუთ საათზე მოხდა. სავარაუდოდ უკვე ცნობილია დამნაშავის ვინაობაც. თვითნხილველების თქმით სავარაუდო ქურდი ბინის მეპატრონეს სახლში დაბრუნებისას სადარბაზოში შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით წაღებულია ძვირფასი სამკაულები, ჯვარი და ბეჭდები.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ