რუსთავის ბიუჯეტში ცვლილებებია

რუსთავში გარე განათების ხარჯი გაიზარდა. ამის შესახებ დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. ბიუჯეტს 80 ათასი ლარი დაემატა. როგორც დღეს იქნა განმარტებული, ცვლილება ქალაქში გარე განათების სისტემის გაუმჯობესებისა და ახალი გარე განათების ბოძების მონტაჟმა გამოიწვია. დღესვე  საფინანსო საბიუჯეტო კომისიაზე სოციალური სამსახურის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. 100 ათასი ლარით გაიზარდა ინდივიდუალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი. ცვლილებები განიხილეს რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის მიმართულებითაც. ცენტრმა 5 000 ლარის ოდენობის თანხა შემოწირულობის სახით მიიღო, რომელიც ბენეფიციარების საჭიროებებზე გადანაწილდება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, პროგრამებში ცვლილებების შემდეგ რუსთავის ბიუჯეტი 46  910 600 ლარით განისაზღვრა. დღესვე საკრებულოს სხდომათა დარბაზში საპროცედურო, სამანდატო და ეთიკისა და ქონებისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა ჩატარდა.