რუსთავში გზების ორმული დამუშავება მიმდინარეობს

რუსთავში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გზების ორმული დამუშავება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოები მეგობრობის გამზირზე- შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე და შარტავას გამზირზე მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზურა ტაბაღუას ინფორმაციით აღნიშნული სამუშაოები გზებზე საჭიროებიდან გამომდინარე ეტაპობრივად ხორციელდება.