რუსთავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები რეაბილიტირდება

ელექტრონული ტენდერი სექტემბერში დასრულდება

რუსთავში მრავალბინიანი საცოხვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია იწყება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებთ ელექტრონული ტენდერი უკვე გამაოცხადა. საუაბრია 15 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციაზე, რომლის ღირებულებაც 341 530 ლარს შეადგენს.

რუსთავის მერიის ინფფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ზაზაძის თქმით, სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადა 4 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი დოკუმენტაციას გადაარჩევს და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უშუალოდ სამუშაოები დაიწყება.

სახურავების რეაბილიტაცია როგორც რბილ ასევე ქანობიან გადახურვას ითვალისწინებს.